Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2024 წლის      24 დეკემბერს   ძალაში   შევიდა    საქართველოს  მთავრობის      N441 დადგენილება „უქმე   დღეების   განსაზღვრის   შესახებ“,   რომლის  პირველი  მუხლის თანახმად ,,საქართველოს ორგანული  კანონის  „საქართველოს შრომის  კოდექსი“  30-ე მუხლის  მე-3   პუნქტის   შესაბამისად,    საქართველოს  ზოგადი    ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ        ადმინისტრაციულ ორგანოებში   (შემდგომში  – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2025 წლის  3 იანვარი , 6 იანვარი , 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვროს უქმე დღეებად.“ ხსენებული დადგენილების  ძალაში შესვლამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ    უნივერსიტეტის   ცალკეული    პერსონალის   მიმართ    უკვე გამოცემული იყო   შესაბამისი    ბრძანებები   პერსონალის  კუთვნილი     შვებულებით სარგებლობის თაობაზე,  რომლებიც 2025 წლის  3 იანვარს , 6 იანვარს , 8 იანვრიდან   10 იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, როგორც საშვებულებო დღეებს. ყოველივე ზემოხსენებულიდან  გამომდინარე,  უნივერისტეტის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იმ    ბრძანებების    კანონმდებლობასთან   შესაბამისობაში    მოყვანის მიზნით, რომლებიც გამოცემულია საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის N441 დადგენილების       ძალაში   შესვლამდე   და   ადგენს   ცალკეული   პერსონალის საშვებულებო პერიოდს,    რომელშიც    ჩათვლილია    აღნიშნული     დადგენილებით განსაზღვრული უქმე  დღეებიც  და საქართველოს მთავრობის  2024 წლის 24 დეკემბრის N441 დადგენილების პირველი მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  და  24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15  მუხლის   პირველი  პუნქტის,  მე-16  მუხლის   პირველი  პუნქტის    ,,ნ”  და  ,,პ” ქვეპუნქტების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ შესაბამის ბრძანებებში   და  პერსონალის შვებულების  ხანგრძლივობა  განისაზღვროს  2025 წლის 3 იანვრის,  6 იანვრის,  8 იანვრიდან  10 იანვრის  ჩათვლით პერიოდის  უქმე დღეებად ჩათვლის გათვალისწინებით.
2.   დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა ყველა სტუქტურული ერთეულისათვის.
3.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე